ანოსკოპია

ანოსკოპია სწორი ნაწლავის ინსტრუმენტული კვლევის ერთ-ერთი მეთოდი. სპეციალური პროქტოლოგიური ხელსაწყოს მეშვეობით,  ხორციელდება სწორი ნაწლავის ზედაპირის ვიზუალური დათვალიერება. ხელსაწყოს, რომლის მეშვეობითაც ტარდება ანოსკოპია – ანოსკოპი ეწოდება.
ანოსკოპი შეყავთ ავადმყოფის უკანა ტანში. გამოკვლევა ტარდება სწორი ნაწლავის დაახლოებით    13 სმ სიღრმეში. ავადმყოფის სხეული ისეთივე მდებარეობაშია, როგორც რექტორომანოსკოპიის  ჩატარების დროს.

proq

ანოსკოპიის ჩვენებები

ანოსკოპია ტარდება მკაცრად ექიმის დანიშნულებით. ანოსკოპიის ჩვენებებია: ტკივილი ანალური ხვრელისა და უკანა ტანის მიდამოში, სისხლიანი ან ჩირქოვან-ლორწოვანი გამონადენი,  დეფეკაციის ხშირი  დაღვევები (როგორც ყაბზობა, ასევე დიარეა), რომელიმე პროქტოლოგიური დიაგნოზის დაზუსტების საჭიროება.
ანოსკოპია ყველაზე ხშირად თითით გასინჯვის შემდეგ ტარდება.
ანოსკოპია ინიშნება რექტორომანოსკოპიის და  კოლონოსკოპიის ჩატარებამდე.
ანოსკოპია ხშირად ჰემოროის დიაგნოსტირებისთვის, ასევე სწორ ნაწლავში  წარმონაქმნების არსებობის დასაზუსტებლად გამოიყენება.
სწორი ნაწლავის ლორწოვანის ანთების დროს, ნაცხის აღებისა და ბიოპსიის ჩატარების მიზნით, პაციენტს ანოსკოპია ენიშნება.
ანოსკოპია ასევე გამოიყენება ჰემოროიდული კვანძების ინფრაწითელი კოაგულაციისა და მასკლეროზებელი თერაპიის ჩატარების დროს; ჰემოროიდალური კვანძების ლატექსის რგოლებით ლიგირებისას, სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატების სწორ ნაწლავში შეყვანისას, ელექტროკოაგულაციის ჩატარების დროს ექიმი ანოსკოპს იყენებს.

როგორ ტარდება ანოსკოპია?

ანოსკოპი  თავისი კონსტრუქციით საკმაოდ მარტივი ხელსაწყოა. ანოსკოპის ანალურ ხვრელში შეყვანამდე, უსიამოვნო შეგრძნებების მოსახსელად, ტარდება   რექტალური გასინჯვა თითით;
ამ დროს პაციენტის მდებარეობა შეიძლება იყოს ნებისმიერი.
ანოსკოპიის ჩატარება ყველაზე მოხერხებულია გინეკოლოგიურ სავარძელზე; ამ დროს პაციენტი წევს ზურგზე. მსუბუქი, წრიული მოძრაობით, ნელა, მიწოლის გარეშე, ანოსკოპი შეჰყავთ ანალურ ხვრელში.
თუ პაციენტი სწორადაა მომზადებული და მოდუნებულია, პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა.
ანოსკოპის შეყვანის შემდეგ, იღებენ ობტურატორს და ატარებენ ყველა საჭირო მანიპულაციებს. უშუალოდ დათვალიერება ხდება ანალური ხვრელიდან მილის გამოღების დროს.
ანოსკოპი ზოგჯერ სწორი ნაწლავის ამპულარული ნაწილის გამოსაკვლევად გამოიყენება. ეს გამოკვლევა ექიმისთვის ნაკლებ ინფორმატიულია, ამიტომ მას იშვიათად მიმართავენ.

გაითვალისწინეთ:

ანოსკოპია ტარდება შესაბამის კლინიკაში, მხოლოდ ექიმის მიერ. არ შეიძლება  ანოსკოპიის დამოუკიდებლად, ან არაკვალიფიცირებულ სპეციალისტთან ჩატარება, რადგანაც ამას შეიძლება  სამწუხარო შედეგები მოჰყვეს. ასეთი გამოკვლევის შედეგები შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს.

უკუჩვენებები

ანოსკოპიის ჩატარების უკუჩვენებები პრაქტიკულად არ არსებობს.
თუ ანალური სარქველის სანათური მცირე ზომისაა, პროცედურა შეიძლება მტკივნეული იყოს. მწვავე ანთებითი პროცესი ასევე შეიძლება იყოს ანოსკოპიის ჩატარების დამაბრკოლებელი მიზეზი.
საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს რამდენიმე დღის განმავლობაში უტარდება ანთების საწინააღმდეგო თერაპია, რის შემდეგაც, ექიმი ანოსკოპიის ჩატარებაზე თანხმობას იძლევა.
უკუჩვენებაა ქიმიური და თერმული დამწვრობის მწვავე სტადია.
ანოსკოპიის ჩატარების წინა საღამოს, აუცილებელია გამწმენდი ოყნის (საჭიროა 1,5- 2 ლ წყალი) გაკეთება, უშუალოდ ძილის წინ, დეფეკაციის შემდეგ. ნუ შეგეშინდებათ ანოსკოპიის ჩატარების, ეს აბსოლუტურად უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურაა.

გადასვლა >>პროქტოლოგია (კოლოპროქტოლოგია)


ანოსკოპია FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🔬 ანოსკოპია – სწორი ნაწლავის ინსტრუმენტული კვლევის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ხორციელდება სპეციალური პროქტოლოგიური ხელსაწყოს მეშვეობით
🩺 ანოსკოპიის ჩვენებებია:

✔️ ტკივილი ანალური ხვრელისა და უკანა ტანის მიდამოში;
✔️ სისხლიანი ან ჩირქოვან-ლორწოვანი გამონადენი,;
✔️ დეფეკაციის ხშირი დაღვევები (როგორც ყაბზობა, ასევე დიარეა);
✔️ რომელიმე პროქტოლოგიური დიაგნოზის დაზუსტების საჭიროება
🔗 ანოსკოპია ხშირად ჰემოროის დიაგნოსტირებისთვის, ასევე სწორ ნაწლავში წარმონაქმნების არსებობის დასაზუსტებლად გამოიყენება.
❕ ნუ შეგეშინდებათ ანოსკოპიის ჩატარების, ეს აბსოლუტურად უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურაა
👉 შეიტყვეთ მეტი ანოსკოპიის შესახებ სტატიიდან –
#ანოსკოპია #რაარისანოსკოპია #ანოსკოპიისჩვენებები #როგორტარდებაანოსკოპია #სწორინაწლავისკვლევა #პროქტოლოგიურიპროცედურები #ანალურიხვრელისტკივილი #სისხლიანიგამონადენი #დეფეკაციისპრობლემები #ყაბზობა #დიარეა #ჰემოროი #ბუასილი #ბუასილისდიაგნოსტიკა #პროქტოლოგია #კოლოპროქტოლოგია #პროქტოლოგიურიდაავადებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10