უცხო სხეულები სწორ ნაწლავში

უცხო სხეულები სწორ ნაწლავში მიზეზები, რის გამოც უცხო სხეული შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში მრავალია, მაგრამ უფრო ხშირად, ამის მიზეზია სურვილი მიიღონ სექსუალური კმაყოფილება რექტალური სტიმულირებით.
ლიტერატურაში აღწერილია უცნაური ნივთები:  ნაძვის გირჩი, ელექტრო ენერგიის ელემენტები, ბოსტნეული, გაყინული თევზი, თოჯინაც კი. აქვე არის ინტერნეტიდან ამოღებული სურათები.

proq

სწორ ნაწლავში  უცხო სხეულის მოხვედრა საშიშია

სწორი ნაწლავის ელასტიურ ქსოვილს ახასიათებს  “შეწოვის” თვისება –  მასში მოხვედრილი ნივთი გადაადგილოს ზემოთ და “შეიწოვოს” კოლინჯში. ამიტომ, ექიმის დროული ჩარევა აუცილებელია.
დროული ჩაურევლობის შემთხვევაში,  საგანი მიაღწევს მსხვილ ნაწლავს და გამოიწვევს ნაწლავურ გაუვალობას.
საკმაოდ ხშირად უცხო სხეული აზიანებს ნაწლავი კედლის მთლიანობას.
ასეთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს პერიტონიტი.
არაერთგვაროვანი სხეულები განსაკუთრებით საშიშია. უცხო სხეულმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი  გართულებები,როგორიცაა  ლორწოვანი შრის ნახეთქები, სისხლდენა და შოკი.
უცხო სხეულის გამოძევების და ლორწოვანი გარსის ნახეთქების შემდეგ წარმოიქმნება ფისტულა, ფეკალური მასების და გაზების შეუკავებლობა, სწორი ნაწლავის გამოვარდნა. ყველაზე მძიმე გართულებაა-ნაწლავის კედლის პერფორაცია და მცირე მენჯის მწვავე ანთება.


როგორ გავანთავისუფლოთ სწორი ნაწლავი უცხო სხეულისგან?

სწორი ნაწლავის განთავისუფლება უცხო სხეულისგან საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცედურაა. ლორწოვანის შეშუპება, ანალური სფინქტერის რეფლექსების შესუსტება ართულებს უცხო სხეულის გამოძევებას, რის შედეგადაც ექიმები იძულებულნი არიან მიმართონ ზოგად გაუტკივარებას (ნარკოზი).
ხშირად აუცილებელი ხდება  უცხო სხეულის წინასწარი დეფორმირება ან დანაწევრება.
რუსულ ლიტერატურაში ვნახეთ აღწერა, როგორ გამოიღეს ე.წ. “გვაზდადიორი” სწორი ნაწლავიდან. კიდევ უფრო რთულია  ცხოველების ცოცხლად გამოტანა.
წარუმატებელი ჩარევის შემდეგ ექიმები მიმართავენ უკიდურეს ზომებს – კოლონოტომიას.


სიმპტომები, მიმდინარეობა

ტკივილის შეგრძნება მუცლის ღრუში და უკანა ტანში, ტენეზმები, ლორწოვანი და სისხლიანი გამონადენი.
ექიმი-პროქტოლოგები ამ დროს არ ურჩევენ პაციენტებს, უცხო სხეულის გამოსაძევებლად რელაქსაციური საშუალებების მიღებას ან ხელით გამოღების ცდას.. ამან შესაძლოა სხეული გაჭედოს ღრმად და დაამძიმოს მდგომარეობა და დაზიანდეს შინაგანი ორგანოებიც.
დროულად ექიმთან მისვლა აუცილებელია.


სიტუაციის დელიკატობა

პაციენტები ხშირად სიტუაციის დელიკატობის გამო თავს არიდებენ ექიმთან მისვლას.
საქართველოში ბევრი პროქტოლოგია არაა და ყველა მათგანს მაღალი პროფესიული ეთიკა ახასიათებთ.


უცხო სხეული სწორ ნაწლავშიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 მიზეზები, რის გამოც უცხო სხეული შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში მრავალია, მაგრამ უფრო ხშირად, ამის მიზეზია სურვილი მიიღონ სექსუალური კმაყოფილება რექტალური სტიმულირებით
📖 ლიტერატურაში აღწერილია უცნაური ნივთები:
➡️ ნაძვის გირჩი;
➡️ ელექტრო ენერგიის ელემენტები;
➡️ ბოსტნეული;
➡️ გაყინული თევზი
➡️ თოჯინა
🔎 ამ დროს აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:
✔️ ტკივილები სწორი ნაწლავის მიდამოში, რომლებიც ძლიერდებიან დეფეკაციის ცდის შემთხვევაში;
✔️ უკანა ტანიდან სისხლის და ლორწოს გამოყოფა;
✔️ ტკივილის შეგრძნება მუცლის ღრუში;
✔️ ტენეზმები
👉 გაიგეთ მეტი სტატიებიდან:
🔗
🔗
#უცხოსხეული #უცხოსხეულისწორნაწლავში #სწორინაწლავისტკივილი #ტკივილიდეფეკაციისას #რექტალურისისხლდენა #ლორწოსგამოყოფა #მუცლისტკივილი #ტენეზმები #ნაწლავურიგაუვალობა #პერიტონიტი #პროქტოლოგია #პროქტოლოგიურიდაავადებები #ვიზიტიპროქტოლოგთან #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა >> კოლოპროქტოლოგია