მომზადება პროქტოლოგთან ვიზიტისათვის

მომზადება პროქტოლოგთან ვიზიტისთვის

პროქტოლოგთან ვიზიტის შიში

პროქტოლოგთან ვიზიტის შიში აბსოლუტურად უსაფუძვლოა. პროქტოლოგიური გამოკვლევები, ძირითადად, უმტკივნეულოა. მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება გამოკვლევას თან ახლდეს უსიამოვნო შეგრძნებები.
თუ თქვენი მიმართავთ პროქტოლოგს, მწვავე ტკივილის, ან უკანა ტანიდან სისხლდენის გამო, მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით თქვენ მხოლოდ თერაპიული მკურნალობა დაგენიშნებათ.

proq

ამიტომ შემოწმებისათვის განსაკუთრებული მომზადება აუცილებელი არაა. დეტალურ გამოკვლევას, რომელიც აუცილებელია თქვენი მდგომარეობის დადგენისათვის, მოგვიანებით, შემდგომი ვიზიტებისას ჩაგიტარებენ.

პირველი შემოწმება

პირველი შემოწმებისათვის, ტკივილის არარსებობისას, საკმარისია ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე გაიკეთოთ  გამწმენდი ოყნა, რათა გაანთავისუფლოთ ნაწლავის ქვედა ნაწილი ფეკალური მასებისაგან.
საკვების მიღების სრული აკრძალვა, პროქტოლოგთან ვიზიტის დღეს, არაა აუცილებელი.
იმ შემთხვევაში, თუ ექიმთან ვიზიტი საღამოს საათებში გაქვთ დანიშნული, ოყნის გაკეთება დილითაც შეიძლება. თუ წინასწარ იცით, რომ პირველი შემოწმებისას დაგჭირდებათ დამატებითი ინსტრუმენტალური გამოკვლევები, მაგალითად რექტორომანოსკოპია, ამისთვის განსაკუთრებული მომზადება დაგჭირდებათ.

მომზადება რექტორომანოსკოპიისთვის, კოლონოსკოპიისთვის

იმისათვის,რომ უკეთესად გამოიკვლიონ ნაწლავი, მისი სისუფთავე აუცილებელია. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გარანტირებულად ზუსტი დიაგნოზის დასმა. გამოკვლევამდე რეკომენდებულია მარტივად ასათვისებელი საკვებისა და წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება.

მომზადება ოყნის საშუალებით

  • გამოკვლევამდე 3 დღის განმავლობაში აუცილებელია კვების რაციონიდან ნახშირწყლების ამოღება. თავი აარიდეთ ისეთ პროდუქტებს როგორიცაა მზესუმზირა, მაგარკანიანი პური, ახალი ბოსტნეული. ასევ ხილი, მარცვლეული, რძე, მიუსლი, თხილი და ა.შ.
  • თუ თქვენ შეკრულობისაკენ გაქვს მიდრეკილება, მაშინ შეიძლება გამოკვლევამდე 2-3 დღით ადრე იმ პრეპარატების მიღება, რომლებსაც ჩვეულებრივ იყენებთ ხოლმე.
  • პროცედურის წინა დღეს, სადილის შემდეგ, მიიღეთ სასაქმებელი საშუალება. შეგიძლიათ მიიღოთ 60 გრამი აბუსალათინის ზეთი;
  • არ ივახშმოთ;
  • საღამოს რვა საათიდან გაიკეთეთ რამდენიმე გამწმენდი ოყნა 1,5-2,0 ლიტრი წყლით (ოთახის ტემპერატურის). ოყნა კეთდება სუფთა წყლის გამოყოფამდე.
  • გამოკვლევის დღეს, დილით განმეორებით გაიკეთეთ გამწმენდი ოყნა (სუფთა წყლის გამოყოფამდე). ვიზიტის დღეს შიმშილი აუცილებელი არ არის. დასაშვები  მსუბუქი საუზმე, შემდგარი ფაფის, მოხარშული კვერცხის, პურის, ჩაის ან ყავისაგან.

კოლოპროქტოლოგია


მომზადება პროქტოლოგთან ვიზიტისთვის – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👨‍⚕️ მომზადება პროქტოლოგთან ვიზიტისთვის
😨 შიში – პროქტოლოგთან ვიზიტის შიში აბსოლუტურად უსაფუძვლოა. პროქტოლოგიური გამოკვლევები, ძირითადად, უმტკივნეულოა
📎 მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება გამოკვლევას თან ახლდეს უსიამოვნო შეგრძნებები
🩸 თუ თქვენი მიმართავთ პროქტოლოგს, მწვავე ტკივილის, ან უკანა ტანიდან სისხლდენის გამო, მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით თქვენ მხოლოდ თერაპიული მკურნალობა დაგენიშნებათ
➡️ დეტალურ გამოკვლევას, რომელიც აუცილებელია თქვენი მდგომარეობის დადგენისათვის, მოგვიანებით, შემდგომი ვიზიტებისას ჩაგიტარებენ
💉 პირველი შემოწმებისათვის, ტკივილის არარსებობისას, საკმარისია ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე გაიკეთოთ გამწმენდი ოყნა, რათა გაანთავისუფლოთ ნაწლავის ქვედა ნაწილი ფეკალური მასებისაგან
👉 გაიგეთ მეტი პროქტოლოგთან ვიზიტის შესახებ და დაძლიეთ შიში –
#პროქტოლოგია #პროქტოლოგი #ვინარისპროქტოლოგი #პროქტოლოგთანვიზიტი #პირველივიზიტიპროქტოლოგთან #პროქტოლოგიურიგამოკვლევები #მომზადებაპროქტოლოგთანვიზიტისთვის #პროქტოლოგთანვიზიტისშიში #რექტორომანოსკოპია #კოლონოსკოპია #გამწმენდიოყნა #რაუნდავიცოდეთპროქტოლოგთანვიზიტამდე #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10