პარტენოფილია (ბერძ. parthenos – ქალწული + …ფილია), პედოფილიის ნაირსახეობაა, ლტოლვა ქალწულებისადმი. პარტენოფილია უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში. ითვლება, რომ ამგვარი სწრაფვას საფუძვლად უდევს დაურწმუნებლობა საკუთარ სექსუალურ შესაძლებლობებში გამოცდილი ქალთან ურთიერთობისას, პარტნიორის გამოუცდელობისაგან სიამოვნების მიღება და მასწავლებლის როლში გამოსვლის შესაძლებლობა, მოსწავლის მორცხვობისა და მოკრძალების გადალახვა.
ასაკოვან პირებში პარტენოფილია შეიძლება განვითარდეს პოტენციის ინვოლუციური დაქვეითების შედეგად, ხოლო ზოგიერთ ახალგაზრდაში კი ფსიქოსექსუალური განვითარების შეფერხების გამოვლინებაა და სქესობრივი ურთიერთობის მოზარდობისეულ ფორმებზე ფიქსაციაა.
პარტენოფილები საკუთარი სქესობრივი დაკმაყოფილების ძიებაში ხშირად მუშაობას იწყებენ მოზარდ გოგონების კოლექტივებში. ჩვეულებრივ პარტენოფილები არიან მწვრთნელები, პედაგოგები, სამხატვრო ხელმძღვანელები და სხვა. ისინი მიუხედავად დაკავებულობისა, დიდი სიამოვნებით ქმნიან დამატებით წრეებს არასამუშაო საათებში, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მათთვის მოსაწონ მოზარდს, „აღზრდის“ მიზნით ატარებენ სულიერ საუბრებს სქესობრივი ურთიერთობის თემებზე, აწვდიან მათ ეროტიულ და პორნოგრაფიულ ლიტერატურას, ახდენენ შესაბამისი შინაარსის ფილმების დემონსტრირებას. პარტენოფილები თანდათან უბიძგებენ თავიანთ მსხვერპლს უფრო თამამმი საქციელის ჩადენისაკენ. https://www.medgeo.net/2009/05/12/sexology/
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
1 comment on “პარტენოფილია”