ბუასილი ორსულებში

ბუასილი ორსულებში – სტატისტიკა – ბუასილი ზრდასრულებში სხვადასხვა მონაცემებით 10-20%-ს შეადგენს. განსაკუთრებით ხშირია ბუასილი  ორსულებში.

რა არის ბუასილი

რა არის ბუასილი? ბუასილი წარმოადგენს სწორი ნაწლავის ვენური წნულების პათოლოგიურ გადიდებას. სწორი ნაწლავის ანატომიური სტრუქტურა თავისებურია, რაც ხელს უწყობს ბუასილის განვითარებას.

proq
როგორც ცნობილია, სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ქვეშ განლაგებულია უხვი   სისხლძარღვოვანი ქსელი. ამ სისხლძარღვების კედლები თხელია და მათში გაედინება ვენური სისხლი.
სწორი ნაწლავის ვენურ წნულს ჰემოროიდული ეწოდება (დაავადების სახელწოდების მიხედვით, რომელიც მათი დაზიანებისას ვითარდება).
სისხლძარღვოვანი ბადის ასეთი აგებულება დამახასიათებელია ადამიანის ორგანიზმის ტერმინალური მიდამოებისათვის.
ბუასილის დროს, ჰემოროიდულ წნულებში შემავალი ვენები ფართოვდებიან და კარგავენ ელასტიკურობას, რაც იწვევს  ჰემოროიდული კვანძების წარმოქმნას.

სწორი ნაწლავის ფიზიოლოგიური თავისებურებები

სწორი ნაწლავის ფიზიოლოგიური თავისებურებები გამოიხატება შემდეგში: დეფეკაციისას ან დეფეკაციური მასების დაგროვებისას, სწორი ნაწლავი მნიშვნელოვნად იჭიმება, რამაც შეიძლება ამ ორგანოს სისხლძარღვების დაზიანება გამოიწვიოს.
გარდა ამისა, გამომდინარე სწორი ნაწლავის მდებარეობიდან, მის  სისხლძარღვებში მუდმივად გროვდება  ვენური სისხლი (სისხლის შეგუბება), განსაკუთრებით ხანგრძლივი ჯდომისას.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ბუასილის განვითარების ძირითადი გამომწვევი ფაქტორია – ქრონიკული შეკრულობა (ყაბზობა).  ქრონიკული ყაბზობის დროს, სწორი ნაწლავის კედლები დეფეკაციისას ძლიერ იჭიმება, რაც ჰემოროიდული კვანძების განვითარების ძირითადი ფაქტორია. ორსულებში ყაბზობა  უფრო ხშირია, ძირითადად ამის მიზეზია ორსულობისას კუჭ-ნაწლავის ტონუსის დაქვეითება, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი რეჟიმი.
ჰიპოდინამია (ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი) ხელს უწყობს სისხლის შეგუბებას სწორი ნაწლავის ვენურ წნულებში, რაც დროთა განმავლობაში იწვევს ვენების თრომბოზსა და ჰემოროიდული კვანძების წარმოქმნას. ორსულებს ცხოვრების ნაკლებად მოძრავი რეჟიმი აქვთ, ამიტომ მათში ბუასილის განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე სხვა ადამიანებში.
ორსულებისთვის დამახასიათებელია სისხლის მიმოქცევის დარღვევა  სხეულის ქვედა ნაწილში. ორსულობის დროს, საშვილოსნო აწვება ქვემო ღრუ ვენას, რაც იწვევს სისხლის შეგუბებას ქვედა კიდურებისა და სწორი ნაწლავის ვენებში.
მშობიარობის დროს, მუცლის შიდა წნევა ძალიან მატულობს, რაც შესაძლებელია გახდეს მშობიარობის შემდგომი ბუასილის მიზეზი.

ბუასილის სტადიები

ბუასილი ორსულებში ვითარდება ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორების ზეგავლენით. ორსულობის მსვლელობასთან ერთად, ბუასილის განვითარების რისკიც მატულობს. განსაკუთრებით ხშირად  ბუასილი ვითარდება ორსულობის მე-3 ტრიმესტრში ან მშობიარობის შემდეგ.
მიუხედავად ამისა, ბუასილის  განვითარება არ გამოირიცხება არც ორსულობის  პირველ, ან მეორე ტრიმესტრში. ბუასილის განვითარება მიმდინარეობს შემდეგნაირად: ზემოაღნიშნული ფაქტორების ზემოქმედებით, ფართოვდება სწორი ნაწლავის კავერნოზული წნულის სისხლძარღვები. ვენების გაფართოება უფრო მწვავეა, რაც უფრო მეტია ორსულობის მიმდინარეობის პერიოდი.
გაფართოებისას, ვენის კედლები დროთა განმავლობაში კარგავენ ელასტიკურობას. ეს იწვევს ვენების ამობურცვას ლორწოვანი გარსის ქვეშ. ბუასილის პირველი სტადიის შესახებ საუბრობენ მაშინ, როცა ჰემოროიდული კვანძები გამოიბურცებიან სწორ ნაწლავში და არ გამოდიან ანალური ხვრელიდან.
დაავადების განვითარებასთან ერთად ჰემოროიდული კვანძები იზრდებიან და გამოდიან ანალური ხვრელიდან, მაგრამ სხეულის მდებარეობის შეცვლისას შესწორდებიან, ორსულებში ბუასილის  მესამე სტადიისას კი, ჰემოროიდული კვანძები გამოდიან ანალური ხვრელიდან და არ შესწორდებიან სხეულის მდებარეობის შეცვლისას.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ბუასილის სიმპტომები დამოკიდებულია ბუასილის  ხარისხზე. ზემოთ აღწერილი სტადიები შეიძლება აღვნიშნოთ შინაგან (Iსტადია) და გარეგან (II და III სტადიები) ბუასილად.
შინაგანი ბუასილის დროს, სიმპტომები უმნიშვნელოდაა გამოხატული  და არ არის ძირითადი სიმპტომი -ჰემოროიდული კვანძების ანალური ხვრელიდან გამოსვლა.
ამ სტადიაზე ორსულებში შეიძლება აღინიშნებოდეს შემდეგი სიმპტომები – ტკივილი დეფეკაციის დროს, მცირე სისხლდენები ან სისხლის კვალი განავალზე, ქავილი და დისკომფორტი ანალური ხვრელის მიდამოში.
გარეგანი ბუასილის სიმპტომებია: მუქი-მოწითალო ფერის ჰემოროიდული კვანძების გამოსვლა ანალური ხვრელიდან.
შესაძლოა გამოვიდეს როგორც ერთი კვანძი, ასევე რამდენიმე. ეს სიმპტომი განასხვავებს ამ დაავადებას სხვა დაავადებებისგან, რომელთა პირველადი სიმპტომები მსგავსია (მაგ. ანალური ნაპრალები). ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნის გამო, სიარული და ჯდომა მტკივნეულია, დეფეკაციისას ასევე ძლიერი ტკივილებია.
განსაკუთრებით მწვავე სიმპტომები აღინიშნება ჰემოროიდული კვანძების მიჭყლეტვის დროს: ძლიერი ტკივილი ანალური ხვრელის მიდამოში, ტემპერატურის მომატება. ამ შემთხვევაში საჭიროა ქირურგთან ვიზიტი.

დიაგნოსტიკა

ბუასილის დიაგნოსტიკა ორსულებში, პირველ რიგში გულისხმობს ბუასილის  სიმპტომებისა და მისი განვითარების შესახებ მონაცემების შეკრებას.
ორსულობისას, სწორი ნაწლავის ტკივილის, ქავილის, დისკომფორტისა და მცირეოდენი სისხლდენის არსებობა, ექიმს აძლევს უფლებას, რომ იეჭვოს ბუასილის განვითარება.
როგორც ვთქვით, ბუასილი ორსულებში ვითარდება ძირითადად ორსულობის მე-3 ტრიმესტრში ან მშობიარობის შემდეგ (მშობიარობის შემდგომი ბუასილი).
ჰემოროიდული კვანძების გაჩენა, რომლებიც ანალური ხვრელიდან გამოდიან, ბუასილის ზუსტი დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა.
მაგრამ ამ შემთხვევაშიც საჭიროა  დამატებითი გამოკვლევა, რაც ეს ბუასილის სტადიისა და სხვა დაავადებისგან მისი გარჩევის საშუალებას იძლევა.
ექიმს შეუძლია პალპაციით გამოიკვლიოს შინაგანი ჰემოროიდული კვანძები, დაადგინოს მათი მდებარეობა, ზომა და რაოდენობა, ასევე ანალური ნაპრალების არსებობაც (ეს დაავადება ხშირად თან ახლავს ბუასილს, აქვს მსგავსი სიმპტომები, მაგრამ მისი მკურნალობა განსხვავებულია).
ორსულებში ბუასილის ზუსტი დიაგნოზი მნიშვნელოვანია მისი სწორი მკურნალობისთვის, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ შემდეგ თავში და ის დაავადების ფორმასთან (სტადიებთან) მკაცრ დამოკიდებულებაშია.


მკურნალობა

ბუასილი ორსულებში ნელა ვითარდება, რაც ხშირად ხდება მკურნალობის დაწყების დაგვიანების მზეზი. დაავადების განვითარებასთან ერთად, მისი მკურნალობა რთულდება.
თუ ბუასილის დაწყებითი უსიმპტომო სტადიების მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ დიეტის კორექციითა და სპეციალური ჰიგიენური რეჟიმით, დაავადების უფრო გვიანი სტადიები მოითხოვს კომბინირებულ მედიკამენტოზურ მკურნალობას, ხოლო ბუასილის მძიმე შემთხვევები შესაძლებელია განიკურნოს მხოლოდ ქირურგიული ოპერაციებით.
ქვემოთ განვიხილავთ ბუასილის მკურნალობის მეთოდებს დაავადების ხარისხის მიხედვით

ბუასილის დაწყებითი სტადიების (უსიმპტომო ბუასილის) მკურნალობა

სამწუხაროდ, უსიმპტომო ბუასილი ძალიან იშვიათია. ამიტომ, მკურნალობის მეთოდებს, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ ამ პარაგრაფში, უფრო ბუასილის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება.
იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ორსული შეიძლება დაავადდეს ბუასილით, აუცილებელია პროფილაქტიკა დაავადების სიმპტომების გაჩენამდე.
ბუასილის პროფილაქტიკის წესები ძალიან მარტივია: კუჭ-ნაწლავის მოქმედების  ნორმალიზება (ყაბზობის  განკურნება). ორსულებს ძალიან ხშირად აწუხებთ შეკრულობა (ყაბზობა), ეს კი  ბუასილის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია.
ყაბზობის პროფილაქტიკისა და განკურნებისთვის საჭიროა კვების რეჟიმის  ნორმალიზება: საკვებში ძირითადად იმ პროდუქტების მოხმარება, რომლებიც ცელულოზას შეიცავენ (ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული, ბურღულეული, შავი ქლიავი).
საჭმლის მონელებაზე დადებითად მოქმედებს ასევე რძის ნაწარმი. ხორცი და სხვა პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ცილას, იწვევენ შეკრულობას. ასევე სასურველია, რომ არ მიიღოთ დიდი რაოდენობით ცხიმები, ყავა, ცხარე სანელებლები.


შორისის მიდამოს ჰიგიენა

ჰიგიენის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ორსულებში ბუასილის პროფილაქტიკისთვის.
პროფილაქტიკის მიზნით, ბუასილის დროს სასურველია  ყოველი დეფეკაციის აქტის შემდგომ, შორისის მიდამოსა და ანალური ხვრელის მობანა.
სასურველია 1-ჯერ დღეში ანტისეპტიკების შემცველი აბაზანების მიღება (გვირილის ნაყენი, კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარი).


ბუასილის მეორე სტადიის მკურნალობა 

ამ ჯგუფში არიან ის ორსულები, რომელთაც უკვე აქვთ ბუასილის ესა თუ ის სიმპტომები (ქავილი და ტკივილი შორისის მიდამოში, სისხლდენა ანალური ხვრელიდან და სხვ.).
ამ კატეგორიის პაციენტების მკურნალობა იწყება უკვე ნახსენები პროფილაქტიკის მეთოდებით, რაც გვეხმარება შევაჩეროთ დაავადების განვითარება.
მკურნალობის მეორე ეტაპი ითვალისწინებს სამკურნალო პრეპარატების დანიშვნას.
ბუასილის დროს შეიძლება მივმართოთ მკურნალობის ორ ტიპს: ადგილობრივი და სისტემური მკურნალობა. ორსულებში უფრო მისაღებია ადგილობრივი მკურნალობა. პრეპარატების ლოკალური გამოყენება მკურნალობას ეფექტურობას მატებს და ამცირებს ნაყოფზე ნეგატიურ გავლენას.
დღესდღეობით, არსებობს უამრავი პრეპარატი, ბუასილის ადგილობრივი მკურნალობისთვის. პრეპარატი და მკურნალობის ტაქტიკა მკურნალი ექიმის მიერ ინიშნება.


ბუასილის ბოლო სტადიების მკურნალობა

მკურნალობის ბოლო სტადიების მკურნალობა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ფეხმძიმე პაციენტში შეინიშნება ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნა.
ოპერაციის კიდევ ერთი ჩვენებაა მწვავე ბუასილი, თუ შეინიშნება ჰემოროიდული კვანძების მიჭყლეტვა, კვანძის კვდომა, მწვავე ანთება.
ქირურგიული მკურნალობა მიმდინარეობს სხვადასხვა ქირურგიული ტექნიკის გამოყენებით. ორსულობის შემთხვევაში ინიშნება კონსერვატიული მკურნალობა, ხოლო ქირურგიული მკურნალობა  – მშობიარობის შემდეგ. 
არჩილ შენგელია საავტორო უფლებები დაცულია


ბუასილი ორსულებშიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ბუასილი ზრდასრულებში სხვადასხვა მონაცემებით 10-20%-ს შეადგენს. განსაკუთრებით ხშირია ბუასილი ორსულებში
📈 ორსულობის მსვლელობასთან ერთად, ბუასილის განვითარების რისკიც მატულობს
📅 განსაკუთრებით ხშირად ბუასილი ვითარდება ორსულობის მე-3 ტრიმესტრში ან მშობიარობის შემდეგ.
🔗 განარჩევენ ბუასილის შემდეგ სტადიებს:
➡️ შინაგანი (Iსტადია) ბუასილიჰემოროიდული კვანძები ანალური ხვრელიდან გამოსული არ არის. ამ სტადიაზე აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:
✔️ ტკივილი დეფეკაციის დროს;
✔️ მცირე სისხლდენები;
✔️ სისხლის კვალი განავალზე;
✔️ ქავილი და დისკომფორტი ანალური ხვრელის მიდამოში;
➡️ გარეგანი ბუასილი (II და III სტადიები) – მუქი-მოწითალო ფერის ჰემოროიდული კვანძების გამოსვლა ანალური ხვრელიდან
👉 გაიგეთ მეტი ორსულობის დროს განვითარებული ბუასილის შესახებ სტატიიდან –
#ბუასილი #ბუასილიორსულებში #ბუასილისსიმპტომები #ბუასილისგამომწვევიმიზეზებიორსულებში #ბუასილისმკურნალობა #ყაბზობა #ბუასილისდიაგნოსტიკაორსულებში #გადიდებულიჰემოროიდულიკვანძები #ჰემოროიდულიკვანძებისგამოვარდნა #ბუასილისსტადიები #ბუასილისფორმებიორსულებში #შინაგანიბუასილი #გარეგანიბუასილი #ბუასილისმკურნალობაორსულებში #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ბმებიკოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი, პარარექტალური ფლეგმონა, პერიანალური აბსცესიპროქტალგია, ანალური პოლიპი

.