ანალური ნაპრალი

ანალური ნაპრალი სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დეფექტია. ყველაზე ხშირად ანალური ნაპრალები უჩნდება იმ ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ ქრონიკული ყაბზობა,  ან  ეწევიან ცხოვრების უმოძრაო რეჟიმს.
ანალური ნაპრალის ძირითადი სიმპტომია ტკივილი ანალური ხვრელის მიდამოში, რომელიც ძლიერდება დეფეკაციისას  და სისხლის გამოყოფა სწორი ნაწლავიდან. ანალური ნაპრალების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ატარებს  ექიმი პროქტოლოგი. ანალური ნაპრალის მკურნალობის ძირითადი მიმართულებებია: ყაბზობის განკურნება, რეგულარული სპორტი, პრეპარატების მიღება (მალამო და სანთელი), რომლებიც უზრუნველყოფენ სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის აღდგენას. პრეპარატების უეფექტობის შემთხვევაში ტარდება ქირურგიული მკურნალობა.

proq

რა არის ანალური ნაპრალი?

ანალური ნაპრალი – ეს დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებით.  ანალური ნაპრალი სიგრძით შეიძლება აღწევდეს 2სმ-ს.
ყველაზე ხშირად ანალური ნაპრალები ჩნდება სწორი ნაწლავის წინა და უკანა კედლებზე. სწორი ნაწლავის ნაპრალი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა პროქტოლოგიაში.
ამ დაავადების სიხშირე სწორი ნაწლავის დაავადებებს შორის მერყეობს 10%-დან  20%-მდე. ანალური ნაპრალები ყველაზე ხშირად ვლინდება ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალებში.


ეტიოლოგია, პათოგენეზი

  • ანალური ხვრელის სისხლმომარაგების დარღვევა (სისხლის შეგუბება სწორი ნაწლავის მიდამოში, რომელიც ვითარდება უმოძრაო ადამიანებში ან ადამიანებში, რომლებიც იძულებულნი არიან ხანგრძლივად იმყოფებოდნენ მჯდომარე მდგომარეობაში, ან ადამიანებში, რომლებსაც ჩვევად აქვთ უნიტაზზე ხანგრძლივი ჯდომა).
  • ანალური ხვრელის ტრავმები ყაბზობის ან ანალური სექსის გამო
  • ბუასილი. ჰემოროიდული კვანძები ასუსტებენ სწორი ნაწლავის კედლებს და დეფეკაციის დროს კედლები ადვილად ტრავმირდება. ასევე, ბუასილის დროს ანალური ნაპრალების არსებობა აიხსნება სისხლის მიმოქცევის დარღვევით (სისხლის შეგუბება, თრომბოზი) ანალური ხვრელის მიდამოში.
  • სწორი ნაწლავის აგებულების ანატომიური თავისებურებები. ქალებში სასქესო ორგანოების თავისებური აგებულების გამო, ანალური ხვრელის წინა ნაწილი-სუსტი ადგილია. შესაბამისად, ანალური ხვრელის წინა ნაწილის ანალური ნაპრალები ხშირია ქალებში.
  • სწორი ნაწლავის ინერვაციის დარღვევა (სფინქტერის ხანგრძლივი სპაზმი) ნერვული სისტემის პათოლოგიის გამო
  • როგორც წესი, ანალური ნაპრალები ჩნდება რამდენიმე ფაქტორისა და მიზეზის ერთდროული ზემოქმედების შედეგად

მწვავე და ქრონიკული ანალური ნაპრალი

დაავადების მიმდინარეობის შესაბამისად განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ ანალურ ნაპრალებს. მწვავე ანალური ნაპრალები ჩნდება სპონტანურად, სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გასკდომისას (მაგ. ყაბზობის დროს). ძირითადად, მწვავე ანალური ნაპრალები განიკურნება ყოველგვარი მკურნალობის გარეშე 1-2 დღეში.
ქრონიკული ნაპრალი ვითარდება შეუხორცებელი მწვავე ნაპრალიდან, რომლებიც კიდევ უფრო ფართოვდებიან (დამაზიანებელი ფაქტორების განმეორებითი ზემოქმედების შემთხვევაში) და მიკრობებით ინფიცირდებიან, რომლებიც ბევრია სწორ ნაწლავში.
სწორი ნაწლავის ქრონიკული ანალური ნაპრალების კედლები მკვრივია. ქრონიკული ნაპრალები შეიძლება არ შეხორცდეს რამდენიმე კვირა ან თვე.


ანალური ნაპრალი ბავშვებში

ბავშვებში გვხვდება მწვავე ანალური ნაპრალები. ბავშვებში ანალური ნაპრალების განვითარების ძირითადი მიზეზია ყაბზობა. ანალური ნაპრალის ნიშნებია – ტკივილი დეფეკაციის დროს, სისხლის კვალი განავალზე და ტუალეტის ქაღალდზე. როგორც წესი, ბავშვებში ანალური ნაპრალები დამოუკიდებლად განიკურნება კუჭ-ნაწლავის მოქმედების  მოწესრიგების შემდეგ.


ანალური ნაპრალები ორსულობის დროს

ანალური ნაპრალების განვითარების მიზეზები და სიმპტომები ორსულობის დროს, ორსულების ბუასილის მიზეზებისა და სიმპტომების მსგავსია. ორსულობის დროს ანალური ნაპრალის მკურნალობის ძირითადი საშუალებაა ყაბზობის მოხსნა და განავალის დარბილება.


სიმპტომები, მიმდინარეობა

  • ტკივილი უკანა ტანის არეში. მწვავე ანალური ნაპრალების დროს ტკივილი ძლიერი და ხანმოკლეა, იგრძნობა მხოლოდ დეფეკაციის დროს და მის შემდეგ 15 წუთის განმავლობაში.  ყველაზე ხშირად, მწვავე ანალური ნაპრალის დროს მტკივნეული ადგილი სწორი ნაწლავის უკანა კედელზეა.
  • ანალური სფინქტერის სპაზმი. როგორც წესი, მწვავე ანალური ნაპრალის დროს  ანალური სფინქტერის სპაზმი მკვეთრადაა გამოხატული. ეს ვლინდება ტკივილითა და დეფეკაციის გაძნელებით
  • უმნიშვნელო სისხლდენა ანალური ხვრელიდან. როგორც წესი, ანალური ნაპრალებით დაავადებულ ადამიანებში, სისხლდენა ვითარდება დეფეკაციისას.

ქრონიკული ანალური ნაპრალის სიმპტომები

  • ტკივილი უკანა ტანის არეში. მწვავე ანალური ნაპრალისგან განსხვავებით, ქრონიკული ანალური ნაპრალის დროს, ტკივილი უფრო ხანგრძლივი ხასიათისაა. ტკივილი მატულობს  ხანგრძლივად ჯდომისას.  ტკივილი ავადმყოფებს უქმნის დისკომფორტს; პაციენტები ხდებიან აგრესიულები, უჩივიან უძილობას.
  • უმეტეს შემთხვევაში, სწორი ნაწლავის ქრონიკული ნაპრალებით დაავადებულ ადამიანებს უჩნდებათ ,,დეფეკაციის შიშის“ სიმპტომი, ხშირად ღებულობენ სხვადასხვა პრეპარატებს.
  • სისხლდენა ანალური ხვრელიდან
  • მწვავე ანალურ ნაპრალთან შედარებით, ქრონიკული ანალური ნაპრალის დროს ანალური სფინქტერის სპაზმი ნაკლებადაა გამოხატული

ანალური ნაპრალი, ბუასილი და სწორი ნაწლავის კიბო

სიმპტომების მსგავსების გამო, ძალიან რთულია ანალური ნაპრალის განსხვავება ბუასილისგან. ორივე დაავადების განვითარების მიზეზი პრაქტიკულად იდენტურია.
ძალიან ხშირად,  ავადმყოფები თვლიან, რომ ბუასილი აწუხებთ (ეს უფრო ცნობილი დაავადებაა), სინამდვილეში კი ეს ანალური ნაპრალია. მისი ზოგიერთი სიმპტომი (ყაბზობა, განავალთან ერთად სისხლის გამოყოფა) შესაძლებელია აგვერიოს სწორი ნაწლავის კიბოში.
შესაბამისად, ავადმყოფები მკურნალობენ ბუასილს ან სწორი ნაწლავის ნაპრალებს და არ მკურნალობენ ნამდვილ მიზეზს, როდესაც ამ დროს ჯერ კიდევ შეიძლება სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობა.
პაციენტებს, რომლებსაც ანალური ნაპრალების სიმპტომები აქვთ, ვურჩევთ რაც შეიძლება მალე მიმართონ ექიმს. ექიმი ჩაატარებს გამოკვლევას დაადგენს დაავადების ზუსტ დიაგნოზს.


გართულებები

ანალური ნაპრალის გართულებებია:


დიაგნოსტიკა

ანალური ნაპრალების დიაგნოსტიკას და მკურნალობას უძღვება ექიმი-პროქტოლოგი. ანალური ნაპრალების დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდებს მიეკუთვნება:

  • ანალური ხვრელის გარეგანი გამოკვლევა – პრაქტიკულად, სწორი ნაწლავის ნაპრალის მხოლოდ ნაწილის დანახვა შეუძლია ექიმს. დათვალიერებისას, ანალური ნაპრალი წითელი ფერის სიგრძივი ან სამკუთხედის ფორმის წყლულივით ჩანს.
  • სწორი ნაწლავის პალპაცია –ამ გამოკვლევის დროს, ექიმი თითით ატარებს სწორი ნაწლავის კედლის გამოკვლევას. პირველ რიგში ექიმი ადგენს სწორი ნაწლავის სფინქტერის სპაზმის ხარისხს. ზოგჯერ, სწორი ნაწლავის სფინქტერის ძლიერი სპაზმისა და მწვავე ტკივილების გამო, ექიმი ვერ ახერხებს გამოკვლევის ჩატარებას.
  • რექტორომანოსკოპია – სწორი ნალავისა და სიგმოიდური ნაწლავის ქვემო განყოფილების გამოკვლევის უფრო გავრცელებული და ზუსტი მეთოდია. რექტორომანოსკოპის დახმარებით, შესაძლებელია ნაწლავის ლორწოვანი გარსის გამოკვლევა ანალური ხვრელიდან 25-30 სმ დაშორებით.
  • ანოსკოპია – სწორი ნაწლავის ბოლო განყოფილებების გამოკვლევა.

ანალური ნაპრალების დიაგნოსტიკის დროს აუცილებელია დაზუსტდეს, ხომ არ არის ეს ნაპრალი სპეციფიკური დაავადებების გამოვლენა: სიფილისი, სწორი ნაწლავის ტუბერკულიოზი, აქტინომიკოზი, კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, შიდსი.


მკურნალობა

ანალური ნაპრალით დაავადებულთა მკურნალობა მოიცავს: დიეტა, სათანადო პრეპარატები (სანთლები და მალამოები), ასევე ქირურგიული მკურნალობა.
ანალური ნაპრალით დაავადებულთა მკურნალობის პირველი ეტაპია-პაციენტის ცხოვრების რეჟიმის შეცვლა და ნაწლავური ტრანზიტის ნორმალიზება. პირველ რიგში მკურნალობა უნდა იყოს მიმართული კუჭ-ნაწლავის მოქმედების ნორმალიზებისკენ:

დიეტის დაცვა: ანალური ნაპრალების მკურნალობისას სასურველია შესაბამისი დიეტის დაცვა. არ არის სასურველი მარილიანი, მჟავე საკვების და სპირტიანი სასმელების მიღება.


მედიკამენტოზური მკურნალობა

არსებობს კომბინირებული მალამოებისა და სანთლების დიდი რაოდენობა, რომელთა გამოყენება შეიძლება დამოუკიდებლად ანალური ნაპრალის მკურნალობისთვის. სანთლები შეიყვანება სწორი ნაწლავში დეფეკაციისა და ანალური მიდამოს ტუალეტის შემდეგ 1-2 -ჯერ დღეში.
მალამოს წასმამდე აუცილებელია თბილი აბაზანის (ჯდომითი) მიღება. ჯდომით აბაზნას იღებენ დღეში რამდენიმეჯერ (აუცილებლად ძილის წინ).
ჩვეულებრივ, ანალური ნაპრალების კონსერვატული მკურნალობისას ანტიბიოტიკები არ ინიშნება. უმრავლეს შემთხვევაში მედიკამენტოზურ მკურნალობას მოჰყვება ავადმყოფის გაუმჯობესება, რაც გამოიხატება:

  • ტკივილის შემცირებით
  • სფინქტერის სპაზმის შემცირებით და სხვ.

ანალური ნაპრალის 13-16 დღის განმავლობაში არაეფექტური მედიკამენტოზური მკურნალობისას, ნაჩვენებია მკურნალობის ოპერაციული მეთოდები. როგორც წესი, ოპერაციული მეთოდებით მკურნალობენ ქრონიკულ ანალურ ნაპრალებს.


ქირურგიული მკურნალობა

ანალური ნაპრალების ქირურგიული მკურნალობა მდგომარეობს  სწორი ნაწლავის ნაპრალის ამოკვეთაში. ოპერაციული ჩარევისას 4-6 დღის შემდეგ ნაიარევი შეხორცდება კვალის დაუტოვებლად.
იმისთვის, რომ არ მოხდეს ანალური ნაპრალების რეციდივი (განმეორებები), ოპერაციის დროს დამატებითად ატარებენ ნაწილობრივ სფინქტეროტომიას (კუნთის ბოჭკოების  გაკვეთა, რომელიც ხურავს ანალურ ნაპრალს.
ოპერაციის დასრულების შემდეგ ანალურ ხვრელში შეჰყავთ ანტისეპტიკური მალამოთი გაჟღენთილი დოლბანდის ტამპონი.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი

ანალური ნაპრალების მკურნალობისას ოპერატიული ჩარევა არ არის საბოლოო სტადია. ოპერაციის შემდეგ ტარდება ჰიგიენური ღონისძიებები: ანალური მიდამოს დამუშავება ანტისეპტიკებით, დეფეკაციის შემდეგ ანალური ხვრელის მიდამოს ტუალეტი.
დიდი მნიშვნელობა აქვს ოპერაციის შემდეგ კუჭ-ნაწლავის მოქმედების ხასიათს. აუცილებელია რომ განავალი რბილი იყოს და არა მხოლოდ ოპერაციის შემდეგ, არამედ ყოველთვის.
ანალური ნაპრალის დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა. სწორი ნაწლავის ნაპრალების ადეკვატური და თავის დროზე ჩატარებული კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში პაციენტის გამოჯანმრთელებით სრულდება.

არჩილ შენგელია. საავტორო უფლებები დაცულია


ანალური ნაპრალი არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ანალური ნაპრალი – დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებით
📍 ყველაზე ხშირად ანალური ნაპრალები ჩნდება სწორი ნაწლავის წინა და უკანა კედლებზე

🔎 ანალური ნაპრალის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
➡️ ანალური ხვრელის სისხლმომარაგების დარღვევა;
➡️ ანალური ხვრელის ტრავმები ყაბზობის ან ანალური სექსის გამო;
➡️ ბუასილილ
➡️ სწორი ნაწლავის აგებულების ანატომიური თავისებურებები;
➡️ სწორი ნაწლავის ინერვაციის დარღვევა (სფინქტერის ხანგრძლივი სპაზმი) ნერვული სისტემის პათოლოგიის გამო
👉 გაიგეთ მეტი –
#ანალურინაპრალი #ანალურინაპრალისმიზეზები #ანალურინაპრალისსიმპტომები #ანალურინაპრალისნიშნები #ანალურინაპრალისდიაგნოსტიკა #ანალურინაპრალისმკურნალობა #ანალურინაპრალისმედიკამენტოურიმკურნალობა #ანალურინაპრალისქირურგიულიმკურნალობა #წვისშეგრძნება #ფიბროზულიპოლიპი #სისხლიანიგანავალი #ხშირიშარდვა #ყაბზობა #ჰემოროი #ბუასილი #პროქტოლოგია #პროქტოლოგიურიდაავადებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი,ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი

.